სიმინდის “ოლადები” - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

სანამ მომზადებას დაიწყებთ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ოლადებს დაკრავს მჭადის გემო და განსხვავდება კლასიკური ოლადებისგან, თუმცა მე ძალიან მომეწონა.

გაახურეთ ღუმელი 160-180 C-მდე და გამორთეთ. ღუმელში დადგით ფართო თეფში. გამომცხვარი ოლადები დააწყვეთ ამ თეფშზე და თბილად შეინახავთ გამომცხვარ ოლადებს.

ჯამში აურიეთ პურის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, სოდა, შაქარი.

ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი, ზეთი, რძე, ლიმონის წვენი, ვანილი და ლიმონის ცედრა. თხევადი მასა ჩაასხით ფქვილის მასაში და კარგად მოურიეთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ცომი ძალიან თხელი არ უნდა გამოვიდეს, თუმცა არც ისეთი სქელი, რომ კოვზით ვერ აიღოთ.

გაახურეთ ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. შემდეგ საშუალო დონემდე ჩაუწიეთ. ტაფაზე მოასხით ცოტა ზეთი და კოვზით დაასხით ცომი ტაფაზე - თითო ოლადისთვის თითო სუფრის კოვზი ცომი. გააჩერეთ ერთ მხარეს საშუალოდ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოაბრუნეთ და დაბრაწეთ მეორე მხარე 1 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ოლადები დააწყვეთ ღუმელში მოთავსებულ თეფშზე. ასე გაიმეორეთ, სანამ ცომი არ გათავდება.

შემდეგ ყველა ოლადი ერთიანად შეგიძლიათ მიართვათ სუფრასთან. ძალიან უხდება ხილი და ნეკერჩხლის სიროფი, ან თაფლი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli