სახლში მომზადებული სნიკერსი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჯერ მოვამზადოთ მიწისთხილის კარაქი: დაახლოებით 180 გრ. მიწისთხილი ჩაყარეთ ძლიერ ჩოპერში და რამდენიმე წუთის განმავლობაში დააქუცმაცეთ. დაამატეთ 2-3 ს.კ. შაქრის პუდრა და განაგრძეთ მორევა მანამ, სანამ კრემოვან მასას არ მიიღებთ. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებთ მორევას, მით უფრო თხელი და ნაზი გამოვა კარაქი

ჭურჭელში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.

ფენა 1: მდუღარე წყლის აბაზანაზე გაადნეთ ერთად რძიანი შოკოლადი და მიწისთხილის კარაქი. მდნარ მასას კარგად მოურიეთ და შემდეგ დაასხით ჭურჭელში გაფენილ ქაღალდზე. თანაბრად გადაანაწილეთ კოვზით ან სპატულით. გააგრილეთ და შედგით მაცივარში, სანამ მეორე ფენას გაამზადებთ.

ფენა 2: ქვაბში ჩაასხით რძე და დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. კარაქი რომ გალღვება, დაამატეთ შაქარი და პერიოდულად ურიეთ. გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი მარშმელო და კოვზით მუდმივად ურიეთ. სასურველია მარშმელო იყოს თეთრი ფერის, რომ ნუგაც თეთრი გამოვა. მარშმელო ბოლომდე რომ გადნება, დაამატეთ ვანილი, მიწისთხილის კარაქი და დაქუცმაცემული მიწისთხილი (ჩოპერში რამდენიმეჯერ დააბლენდერეთ). შემდეგ მასა მოასხით შოკოლადის ფენას და გაასწორეთ ზედაპირი კოვზით ან სპატულით. გააგრილეთ და შედგით ისევ მაცივარში

ფენა 3: ირისის კანფეტი და ნაღები მოათავსეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ კოვზით. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, მოასხით ნუგას ფენას. ზედაპირი ისევ გაასწორეთ კოვზით ან სპატულით. გააგრილეთ, თუმცა მაცივარში არ შედგათ ჯერ.

ფენა 4: მდუღარე წყლის აბაზანაზე გაადნეთ რძიანი შოკოლადი და მიწისთხილის კარაქი. კარგად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს და ამის შემდეგ მოასხით კარამელის ფენას. გააგრილეთ მასა და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

მირთმევამდე, ჭურჭელი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში და ისე დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად.

თითოეული ნაჭერი ძალიან ნოყიერია, ამიტომ ბევრ სტუმარს შეხვდება!

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli