სოკოს და ისპანახის წვნიანი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა და სტაფილო. გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, რომ გახურდება ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული და დაუწიეთ ცეცხლს ოდნავ. თავდახურულ ქვაბში ჩაშუშეთ ბოსტნეული დაახლოებით 4-5 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ისპანახი და განაგრძეთ ჩაშუშვა კიდევ 3-4 წუთი.

შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე, თავდახურულ ქვაბში 6-8 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. ამ დროისთვის სოკო გაუშვებს წვენს. დაასხით მდუღარე წყალი, დაახლოებით 1 ლ. და ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს. 3-4 წუთის შემდეგ წვნიანს დაამატეთ კამა ( თუ გნებავთ დაჭერით და ისე დაამატეთ, ან უბრალოდ მთლიანი ჩააგდეთ და მოგვიანებით ამოიღეთ) და მარილი. ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 3-4 წუთი და გამორთეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli