სტაფილოს ნამცხვარი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე.

ჯამში აურიეთ ფქვილი, სოდა, საფუარი, დარიჩინი და მუსკატი ისე, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად განაწილდეს.

ცალკე ჯამში, ხის კოვზით აურიეთ ერთად შაქარი, ზეთი და კვერცხი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ დაამატეთ გახეხილი სტაფილო, ფორთოხლის ცედრა და დაჭრილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ. შემდეგ თანდათან შეურიეთ ფქვილის მასა და ისევ ხის კოვზით მოურიეთ. მიიღებთ თხელ ცომს.

16 x 20 სმ-ის ზომის ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით ცომი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ დაახლოებით 40 - 42 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ ასანთის ღერით, თუ ღერი სუფთა ამოვა ცომიდან, ე.ი. ნამცხვარი მზად არის.

გადმოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და ისე მიართვით სუფრაზე.

ნამცხვარი მომზადებულია შემდეგი რეცეპტის მიხედვით (მცირე ცვლილებებით): http://www.bbcgoodfood.com/recipes/3229/yummy-scrummy-carrot-cake