სტეიკის სალათი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მოამზადეთ სალათი - ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, დაჭრილი პამიდორი, გახეხილი ხახვი და დაჭრილი ყველი. ცალკე, პატარა ჭიქაში, ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ორეგანო და ბაზილიკი.

სტეიკის სალათისთვის გირჩევთ ხბოს ხორცის გამოყენებას, რადგან უფრო ნაზია და ასევე, უფრო სწრაფადაც მოამზადებთ. სასურველია ხორცი არ იყოს გაყინული და შემდეგ გადნობილი; თუ გაყინულ ხორცს იყენებთ, დარწმუნდით, რომ ხორცი ბოლომდე არის რბილი და არ აქვს გაყინული ნაწილები (ხორცი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე და არა წყლის ქვეშ, რასაც ხშირად მიმართავენ სისწრაფის გამო..).

მოაყარეთ ხორცს სტეიკის სანელებელი პილპილი ორივე მხრიდან. გაახურეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტა ხანში დააწყვეთ ხორცის ნაჭრები. მნიშვნელოვანია, რომ ხორცს არ შეეხოთ. შეწვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სქელია ხორცი. საშუალოდ 3-5 წუთი დაგჭირდებათ თითოეული მხარის შესაწვავად. ამ ხეხრით შემწვარი ხორცი, კარგად შემწვარ (well done) არ გამოგივათ, ამიტომ, თუ არ გიყვართ საშუალოდ შემწვარი (medium done), მაშინ ეს ხერხი არ გამოიყენოთ.

როდესაც ხორცი მთლიანად დაკარგავს ვარდისფერ შეფერილობას, გადმოაბრუნეთ სამზარეულოს პინცეტით. დაამატეთ კარაქი (შეგიძლიათ ერთი-ორი ნიორის კბილიც დაამატოთ..). პერიოდულად ცხელი გამდნარი კარაქი ზემოდანაც მოასხით ხორცის ნაჭერს. ხორცი რომ შეიწვება გადმოდგით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ თეფშზე.

დაჭერით ხახვი რგოლებად, მოასხით ზემოდან ნაღები და ხელით ფრთხილად მოურიეთ, რომ ყველა ნაჭერი ამოისვაროს ნაღებში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით მსუბუქი ზეთი იმ რაოდენობით, რომ შეწვის დროს დაფაროს ხახვის ნაჭრები. ამოავლეთ ხახვის ნაჭრები ფქვილში და შეწვით. ფრთხილად იყავით, რადგან ხახვი ადვილად იწვება - 1 -2 წუთის შემდეგ ფრთხილად ამოატრიალეთ ხახვის ნაჭრები სამზარეულოს პინცეტით ან ხის კოვზით, ხოლო შემდეგ მალევე, ამოიღეთ სამზარეულოს ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმები მოაშოროთ.

სალათს მოასხით ზეითუნის ზეთის და სუნელების ნარევი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ. შემდეგ თეფშებზე ამოიღეთ სალათი, დაჭერით სტეიკი გრძელ ნაჭრებად და შემოაწყვეთ სალათზე, ზემოდან კი დაამატეთ ხრაშუნა ხახვის ნაჭრები.




გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

სტეიკის სალათი - გემრიელი რეცეპტები