თხილის პასტა - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

თბილი, მოხალული თხილი ჩაყარეთ კომბაინში (თუ მოხალულ თხილს იყიდით, ოდნავ შეათბეთ ტაფაზე). დაამატეთ შაქრის პუდრა და დააქუცმაცეთ ბლენდერის/კომბაინის საშუალებით - 3 -4 წუთის განმავლობაში. მიიღებთ მშრალ, დაქუცმაცებულ მასას. კედლებზე მიკრული თხილი ისევ ქვემოთ ჩააბრუნეთ და დააბლენდერეთ/დააქუცმაცეთ 10 წუთის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ, რომ თხილი იმდენად გამომშრალია, რომ ვერ “იმორჩილებთ” - დაამატეთ 1 ჩ.კ. ნიგოზის ზეთი (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მცენარეული, რაფინირებული ზეთი, რომელიც გემოს არ შეუცვლის პასტას).

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მიიღებთ ისეთ მასას, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები მარცხნივ.

გაადნეთ შოკოლადი ორმაგ ქვაბზე: ერთ ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი და დადგით ცეცხლზე, მეორე ქვაბი, უფრო პატარა ზომის, დაადეთ ზემოდან ისე, რომ მისი ძირი წყალს ეხებოდეს.პატარა ქვაბში ჩადეთ შოკოლადი და გაადნეთ. თუმცა, შოკოლადის დოზა იმდენად მცირეა, რომ სასურველია გაადნოთ შოკოლადის სადნობზე (იხ. სურათი მარცხნივ). დაამატეთ გამდნარი შოკოლადი თხილის პასტას. პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დესერტებში, ან თუნდაც, პურზე წაისვათ და მიირთვათ საუზმედ.

თხილის პასტისგან მომზადებულ დესერტებსაც მალე შემოგთავაზებთ.