ცხელი შოკოლადი დარიჩინით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ცხელი შოკოლადის რამდენიმე რეცეპტი მაქვს, თუმცა დღეს ერთ-ერთს გაგიზიარებთ.

პატარა ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ ნატეხი შავი შოკოლადის ფილა და დადგით საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. თუ არ გიყვართ შავი შოკოლადი, შეგიძლიათ რძიანი შოკოლადით შეცვალოთ. პერიოდულად მოურიეთ კვერცხის სათქვეფით, რომ თანაბრად განაწილდეს შოკოლადის მასა. როდესაც შოკოლადი გადნება, დაამატეთ დარიჩინი, ვანილის ექსტრაქტი ან შაქრიანი ვანილი, ძალიან ცოტა მიხაკი და მარილი და თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ცოტა ალკოჰოლიც დაამატოთ. კარგად მოურიეთ.

როდესაც მასა წამოდუღებას დაიწყებს, მასა შესქელდება. თუ გსურთ, რომ უფრო თხევადი იყოს, დაამატეთ ცოტა რძე, ან პირიქით, თუ ხედავთ, რომ მასა თხელია და უფრო სქელი გსურთ მიიღოთ, დაამატეთ ნატეხი შოკოლადი.

მასა როგორც კი წამოდუღებას დაიწყებს, გადმოასხით ჭიქაში. ოდნავ გააგრილეთ და ისე მიართვით სუფრასთან არომატული სასმელი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ცხელი შოკოლადი დარიჩინით