ვაფლი - გემრიელი რეცეპტები
 

რეცეპტით მზადდება 7-8 საშუალო ზომის ვაფლის ფირფიტა

 

ცალკე ჭიქაში აურიეთ საფუარი და 1 ჩ. კ. შაქარი. დაასხით თბილი წყალი ისე, რომ დაიფაროს მასა. კარგად მოურიეთ. ჭიქას ზემოდან დააფარეთ ფინჯანი და გააჩერეთ.

ქვაბში ჩაასხით რძე და ჩაჭერით კარაქი და დადგით დაბალ ცეცხლზე. კარაქი რომ გადნება და რძე შეთბება, გამორთეთ (არ აადუღოთ და ძალიან არ გააცხელოთ).

ჯამში გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, 2 წუთის განმავლობაში. მიიღებთ ფაფუკ მასას. დაამატეთ ვანილი, საფუარის მასა, შემდეგ, თანდათან შეურიეთ კარაქიანი რძე. მნიშვნელოვანია, რომ რძე ცხელი არ იყოს, რადგან არ აჭრას კვერცხის მასა.

თანდათან შეურიეთ ფქვილი -2 -2 კოვზი, მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ მასას. ცომი არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი, არც ძალიან თხელი (იხ. სურათი)

ჩართეთ ვაფლის საცხოობი. რომ გაცხელდება, წაუსვით კარაქი და ცენტრში დაასხით ცომი (საშუალო ზომის ჩამჩით) წრიულად, ისე, რომ დაიფაროს მთლიანი ფართობის 1/2. დააფარეთ თავსახური მჭიდროდ და მასა თანაბრად განაწილდება საცხობ ფირფიტაზე. ღიდესაც თავსახურს დააფარებთ, არ ასწიოთ უცებ, რადგან ცომი ორივე მხარეს მიეკრობა. ცხობის დრო დამოკიდებულია საცხობის ტიპზე - საშუალოდ ივარაუდეთ 2 წუთი ან სანამ კარგად არ დაიბრაძება ზედა მხარე.

გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ პუდრა და მიირთვით ცხელ-ცხელი.  თუ გსურთ, რომ ყველა ვაფლი ერთიანად მიიტანოთ სუფრასთან თბილი, გირჩევთ, რომ ცხობამდე ჩართოთ ღუმელი, შეათბოთ და შემდეგ გამორთოთ. ღუმელში დადეთ თეფში და ყოველი გამომცხვარი ვაფლი დააგროვეთ ამ თეფშზე.

ვაფლი შეგიძლიათ მიირთვათ ხილთან, შოკოლადთან  ან ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.

 

მომზადება