ვაშლის შტრუდელი მარტივად - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200 C-მდე

დაჭერით ვაშლი წვრილ ნაჭრებად და ჩაყარეთ ჯამში. დაამატეთ შაქარი, დარიჩინი და დაჭრილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ.

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი. შეგიძლიათ ერთი დიდი ნაჭერი გამოაცხოთ, ან ორი ნაჭერი ცალ-ცალკე. ცომის სისქეც შეგიძლიათ თავად არეგულიროთ - შესაბამისად, ცომის წონაც თქვენ თავად განსაზღვრეთ. როგორც წესი, ვაშლის შტრუდელს ვაკეთებ ხოლმე, როდესაც ფენოვანი ცომი მომრჩება, რადგან ძალიან ადვილად და სწრაფად მზადდება.

გაბრტყელებულ ცომზე, შუა ზოლზე დააწყვეთ ვაშლის მასა. გვერდებზე კი ცომი დაჭერით ზოლებად ისე, რომ ორივე მხარეს სიმეტრიულად და თანაბრად იყოს ზოლების ზომაც და რაოდენობაც. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოლები ძალიან ღრმად არ დაჭრათ და ვაშლის მასასთან ძალიან ახლოს არ იყოს, თორემ შესაძლოა ვაშლის წვენი გარეთ გადმოიღვაროს.

თავდაპირველად გადაკეცეთ ცომის თავი და შემდეგ თანმიმდევრობით, მარჯვნიდან და მარცხნიდან დააწყვეთ ზოლები ერთმანეთის თავზე. ბოლოსაც, ცომი გადმოკეცეთ და ჩაამაგრეთ “ნაწნავში.”

შტრუდელი მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად 25-30 წუთით. როდესაც ცომი ზემოდან გადაიბრაწება, შტრუდელი მზად არის.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli