საზამთროს და ნესვის ბურთები
 

მომზადება

საზამთროს და ნესვის მირთმევის ერთ-ერთი ორიგინალური გზა:

გაჭერით ნესვი შუაზე, ამოაცალეთ კურკები და გაასუფთავეთ. დოზირების კოვზით, წრიული მოძრაობით გააკეთეთ ბურთი და შემდეგ დოზირების კოვზიდან კოვზის ან ჩანგლის მეშვეობით გამოიღეთ ბურთი.

იგივე გააკეთეთ საზამთროზე, მხოლოდ აირჩიეთ შედარებით მაგარი ადგილი, საზამთროს გულზე გაგიჭირდებათ ბურთების გაკეთება.

მორთვა შეგიძლიათ სხვადასხვაგვარად, შეგიძლიათ წამოაცვათ ბამბუკის ჩხირებზეც და ისე მიიტანოთ სუფრაზე.