ჟოლოს ლიმონათი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კლასიკურად, ლიმონათის მოსამზადებლად საჭიროა სულ მცირე ლიმონი მაინც :-) თუმცა დღეს განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

პატარა ქვაბში მოხარშეთ სიროფი - 150 გრ. შაქარს დაამატეთ 100 გრ. წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ. როგორც კი შაქარი გაიხსნება, მასას დაამატეთ ცოცხალი (ან თუნდაც გაყინული) ჟოლო და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. გაგრილების შემდეგ, გადაწურეთ.

მიღებული სიროფი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, თავდახურულ კონტეინერში, 1 კვირის განმავლობაში.

ლიმონათის მომზადების დროს, აიღეთ 2.5 ან 3 ლიტრიანი ჭურჭელი, ჩაყარეთ ყინული, დაჭრილი ფორთოხალი, დაჭრილი ლიმონი, შეგიძლიათ დაამატოთ 2 ჩ.კ. ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, ცოცხალი ჟოლო, მოცხარი, რაც გაგეხარდეთ. დაასხით სიროფი. თავდაპირველად მთლიანად ნუ გამოიყენებთ სიროფს, არამედ, თქვენი გემოვნებით აკონტროლეთ ლიმონათის გემო და სიტკბო. დაამატეთ წყალი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ჭურჭელში 5-7 წუთის განმავლობაში.

მიართვით სუფრასთან - კომპლიმენტები გარანტირებულია :)


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli