რეცეპტი გათვლილია 4 ადამიანზე
კალმახი - 4 ც. მოზრდილი ზომის
ლიმონი - 2 ცალი, მოზრდილი ზომის
ოხრახუში - 8-10 ღერო
ტიმიანი - 1 1/2 ჩ.კ.
პილპილი, მარილი
კარაქი - 50 გრ.
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 205 C -მდე.
კალმახს მოაყარეთ პილპილი და მარილი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. შიგნიდან მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მოაყარეთ ტიმიანი (თანაბრად გადაანაწილეთ ოთხივე კალმახზე). ლიმონის მეორე ნახევარი დაჭერით 8 ნაჭრად და 2-2 ნაჭერი მოათავსეთ თითოეულ თევზში. ასევე, ლიმონის ნაჭრების ზემოთ ჩააყოლეთ ოხრახუშის 2-3 ღერიც.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ცოტა დაიტოვეთ და თევზებს ზემოდანაც დაადეთ პატარა ნაჭრები. დააწყვეთ თევზები ფორმაზე და შედეთ ღუმელში 15-16 წთ-ის მანძილზე.
მეორე ლიმონი გაჭერით ოთხად, სიგრძეზე და თითოეული ნაჭერი მიართვით თითო კალმახთან ერთად.