მომზადება
მომზადება
ამ დესერტის მომზადება ძალზედ მარტივია. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ზომის გოგრა (გირჩევთ, არ გამოიყენოთ ძალიან დიდი გოგრა, რადგან სუფრასთან მისართმევად და გასაჭრელად საკმაოდ რთული იქნება). მჭრელი და დიდი დანით მოაჭერით ზედა ნაწილი, რაც იქნება გოგრის “თავსახური.” კოვზით ამოასუფთავეთ შიგთავსი.
გაახურეთ ღუმელი 200C-მდე.
ცალკე ჯამში, აურიეთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები: ქიშმიში, სხვადასხვა ხილის ჩირი, მოხალული ნიგოზი, მოხალული ნუში, შეგიძლიათ მოხალული გარჩეული მზესუმზირა, ა.შ. ცალკე პატარა ჯამში აურიეთ შაქარი, დარიჩინი და მუსკატი. კარგად მოურიეთ და ისე მოაყარეთ ჩირის მასას. მოასხით რამდენიმე კოვზი კონიაკი და კარგად მოურიეთ. ჩატენეთ ტკბილეული გასუფთავებულ გოგრაში. დაახურეთ თავსახური და შედგით ღუმელში დაახლოებით 1 საათით - დრო დამოკიდებულია გოგრის ჯიშზე. რაც უფრო თხელი კანი აქვს, მით უფრო ნაკლები დრო იქნება საჭირო.
როდესაც გოგრის შიდა მხარე მთლიანად დარბილდება, ე.ი. დესერტი მზად არის.
გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ, გაჭერით მჭრელი დანით 4 ან 6 ნაწილად ისე, რომ ტკბილეული არ დაგეფანტოთ და ისე მიართვით სუფრასთან.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli
ღუმელში გამომცხვარი გოგრა ტკბილეულით
რეცეპტი გათვლილია 2-4 ადამიანზე
გოგრა - 1 ც. -საშუალო ზომის
ქიშმიში, გარგარის ჩირი, ფინიკის ჩირი, მოხალული ნიგოზი, მოხალული ნუში - გემოვნებით, რაც მოთავსდება გოგრაში
ყავისფერი შაქარი - 1-2 ს.კ.
დარიჩინი - 1-1.5 ჩ.კ.
მუსკატი - 1/2 ჩ.კ.
კონიაკი - 1-2 ს.კ.