გოგრის ნამცხვარი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით კარაქი პატარა კუბიკების ზომის ნაჭრებად და შედგით საყინულეში, მინიმუმ 30 წუთით (შეგიძლიათ 1 დღეც დატოვოთ). აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი და კარგად მოურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს ყველა ინგრედიენტი. კომბაინში ჩაყარეთ ფქვილის მასა და დაამატეთ გაყინული კარაქის კუბიკების 1/2 და ჩართეთ კომბაინი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი კარაქიც და ისევ ჩართეთ კომბაინი. მიიღებთ მშრალ მასას, ნამცეცების სახით. გადმოყარეთ სუფთა ზედაპირზე და ხელით შეკარით ცომი. თუ ცომი არ იკვრება და ძალიან მშრალია, დაამატეთ 1 ს.კ. ცივი, ყინულიანი წყალი (ყინულის გარეშე).

ცომი დაამრგვალეთ და სუფთა და მშრალ ზედაპირზე გააბრტყელეთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ გაბრტყელების იმ მეთოდით, რომელიც მსხლის ტარტისთვის გამოვიყენეთ (იხილეთ მსხლის ტარტის რეცეპტი). ჩააფინეთ ცომი 20-22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში და შედგით მაცივარში.

გაახურეთ ღუმელი 215 C-მდე

ჯამში გათქვიფეთ 2 კვერცხი მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, 3 წუთის განმავლობაში. ცალკე პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ შაქარი, დარიჩინი, ჯონჯოფილა, მიხაკი და მარილი და თანდათან დაამატეთ კვერცხს და განაგრძეთ მაღალ სიჩქარეზე გათქვეფა. შემდეგ გადადით საშუალო სიჩქარეზე - დაამატეთ მოხარშული გოგრა (მნიშვნელოვანია, რომ გოგრა იყოს ტკბილი და გემრიელი, ნამცხვარსაც თავისებურ გემოს აძლევს) და კარგად მოურიეთ მიქსერით, რომ თანაბრად  განაწილდეს ყველა ინგრედიენტი. შემდეგ დაამატეთ ნაღების ყველი (cream cheese), ისევ კარგად მოურიეთ მიქსერით 2 წუთის განმავლობაში.

მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა, ჩაასხით გოგრის მასა და შედგით ღუმელში. 15 წუთის შემდეგ, ტემპერატურას დაუწიეთ 180C-მდე და განაგრძეთ ცხობა კიდევ 30 წუთის განმავლობაში. დანის წვერი მშრალი რომ ამოვა ნამცხვრის შუაგულიდან, ნამცხვარი მზად არის.

გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ მინიმუ 2 საათის განმავლობაში და შემდეგ მიირთვით.

გოგრის ნამცხვარს ამერიკაში ხშირად აკეთებენ მადლიერების დღის აღსაღნიშნავად.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli