რეცეპტი გათვლილია 2
ხახვი - 1 ც. (შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ხახვი, დაახლოებით 10 ღერო)
ისპანახი - 250 გრ.
ნიორი - 1 კბილი
კარტოფილი - 2 ც. საშუალო ზომის
ზეითუნის ზეთი, არა-რაფინირებული - 1-2 ს.კ.
ქათმის ნახარში - 0.7 - 0.8 ლ.
ნაღები - 2 ს.კ.
გახეხილი ყველი (პარმეზანი, პროვოლონე, ჩედარი ან სულგუნი) - 2 ს.კ.
მომზადება
ზეითუნის ზეთში ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი - 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი ისპანახის ფოთლები და კარგად მოურიეთ. 2 - 3 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და ჩაშუშეთ დამატებით 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ქათმის ნახარში, კარგად მოურიეთ და დატოვეთ ტაფა ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, წვნიანი გადაიტანეთ ბლენდერში/კომბაინში, დაამატეთ მარილი და პილპილი და დააბლენდერეთ.
თეფშზე როდესაც ამოიღებთ, დაამატეთ 1 ს.კ. ნაღები და 1 ს.კ. გახეხილი ყველი.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli