რეცეპტი გათვლილია 2 ადამიანზე
ზეითუნი ზეთი - 5-6 ს.კ.
ისპანახი - 300 გრ.
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
ორეგანო - 1 ჩ.კ.
ბაზილიკი - 1 ჩ.კ.
თეთრი მშრალი ღვინო - 3 ს.კ.
მარილი, პილპილი გემოვნებით
პამიდორი ქილაში - 400 გრ.
ორეგანო - 1 ჩ.კ.
ბაზილიკი 1 ჩ.კ.
ნიორი - 2 კბილი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
რძე - 100 მლ
კარაქი - 20 გრ.
მოცარელა ან სულგუნი (ნაკლებად მარილიანი) - 250 გრ.
პარმეზანი - 70 გრ.
რიკოტა ან ხაჭო - 100-120 გრ
ლაზანიას მზა ფირფიტები - 8-10 ცალი
მომზადება
დაჭერით ისპანახი და ჩაყარეთ ჯამში. დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2-3 წუთი. საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა და გაახურეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი - 2-3 ს.კ. და ჩაშუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ გაწურული ისპანახი და კარგად მოურიეთ. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ დაამატეთ თეთრი ღვინო და ცეცხლს დაუწიეთ. განაგრძეთ ჩაშუშვა თავდახურულ ტაფაზე კიდევ 2-3 წუთი და გამორთეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ისპანახის მასა გადაიტანეთ კომბაინში/ჩოპერში და დააქუცმაცეთ.
პამიდორის სოუსის მოსამზადებლად, ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაახურეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი - 2-3 ს.კ. და ჩაშუშეთ დაჭრილი/დაჭყლეტილი ნიორი 30-40 წამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ პამიდორი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი და დაუწიეთ ცეცხლს. თავმოხდილ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე სოუსი გააჩერეთ 10-12 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ.
გახეხეთ ყველი და გაურიეთ რიკოტას ყველი (ხაჭოს მსგავსი სტრუქტურის არის) ან შეგიძლიათ შეცვალოთ ხაჭოთი. ერთმანეთში აურიეთ ყველი ისე, რომ თანაბრად განაწილდეს სხვადასხვა სახის ყველი.
პატარა ქვაბში ჩაასხით რძე და დაამატეთ კარაქი - დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც კარაქი მთლიანად გადნება, შეგიძლიათ გამორთოთ.
გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე
იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის ჭურჭელში აცხობთ, განსზაზღვრეთ რამდენ ნაწილად გაყოთ თითოეული მასა. სურათში მოცემულია 3 ფენიენი ლაზანია. ცეცხლგამძლე ჭურჭელში (სასურველია იყოს ოთხკუთხედი ფორმის, რადგან ლაზანიას მზა ფირფიტები ოთხკუთხედი ფორმისაა და იყიდება სუპერ მაკრეტებში) მოასხით 2 ს.კ. რძის მასა და დააწყვეთ მზა ფირფიტა ისე, რომ კიდეები ერთმანეთს კვეთდნენ. ზემოდანაც მოასხით 1 ს.კ. რძის მასა, შემდეგ ისპანახის მასის 1/3 თანაბრად გადაანაწილეთ ფირფიტაზე, ზემოდან მოასხით პამიდორის სოუსი და მოაყარეთ ყველი. ყველს ზემოდან მოასხით ისევ 2 ს.კ. რძე და ასე განაგრძეთ ფენების აწყობა. ბოლოს ზემოდან მოაყარეთ ისევ ყველი, ჭურჭელს გადააკარით ფოლგა და შედგით ღუმელში 30 წუთით. შემდეგ მოხადეთ ფოლგა და ღუმელში გააჩერეთ კიდევ 15 წუთი.
თქვენი შედეგები და მოსაზრებები გაგვიზიარეთ facebook-ის გვერდზე: