რეცეპტი გათვლილია 2 - 3 ადამიანზე
მარინადისთვის:
ქათამი - 300-400 გრ. ფილე
მაწონი - 2 ს.კ.
ნიორი - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
პროვანსის ბალახების ნარევი (Herbes de Province) - 2 ჩ.კ.
მარილი, პილპილი გემოვნებით
ლავაში - 2-3 ცალი, დიდიზომის
ხახვი - არ არის სავალდებულო
სალათის ფურცელი - 6-7 ცალი
კიტრი - 1 ცალი
პამიდორი - 1 ცალი
ყველი - სულგუნი, იმერული, მოცარელა, ფეტა, ჩედარი ან ნებისმიერი - თქვენი სურვილისამებრ - 60-70 გრ.
სოუსი: ტკბილი მდოგვი, ან მაწონი
მომზადება
დაჭერით ქათმის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩაყარეთ ჯამში. დაამატეთ მაწონი, ნიორი, ზეთი, ლიმონის წვენი, პროვანსის ბალახის ნარევი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. ჯამს გადააკარით ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით (შეგიძლიათ მთელი ღამეც დატოვოთ - რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო კარგად გაუჯდება გემო, თუმცა 30 წუთი მინიმუმია).
როდესაც მარინადი მზად იქნება, გაახურეთ გრილის ტაფა მაღალ ცეცხლზე. კარგად რომ გახურდება ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ. დააწყვეთ ქათმის ნაჭრები ტაფაზე ისე, რომ ზედ შერჩეს მაწონი და სხვა დანარჩენი მასაც. საშუალოდ 3 წუთი გაჩერეთ ტაფაზე (მნიშვნელოვანია, რომ არ მოურიოთ, არ შეარხიოთ, საერთოდ არ შეეხოთ ხორცის ნაჭრებს). შემდეგ გადმოაბრუნეთ ან კოვზით, ან პინცეტის მსგავსი ხელსაწყოთი - არ გამოიყენოთ ჩანგალი, რადგან ამ შემთხვევაში ხორცის შიგნით არსებული წვენი სულ გარეთ გადმოიღვრება და ხორცი მშრალი გამოვა. მეორე მხარეც 2 წუთის განმავლობაში დაბრაწეთ. გადმოიღეთ თეფშზე, ზემოდან გადააკარით ფოლგა და დადგით.
მანამდე, დაჭერით კიტრი, პომიდორი, ყველი, ხახვი (თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ არ გაუკეთოთ ხახვი ან მოშუშოთ ზეთში პილპილთან და მარილთან ერთად და ისე გამოიყენოთ ლავაშში), ასევე მოამზადეთ ლავაშები და გაშალეთ დიდ ზედაპირზე. 5 წუთის შემდეგ შემოხსენით ფოლგა ქათმის ფილეს და დაჭერით თქვენთვის სასრუველ ზომის ნაჭრებად.
ლავაშის ერთ კიდესთან ახლოს, თანაბრად გადაანაწილეთ სალათის ფურცლები, ქათამი, პამიდორი, კიტრი, ყველი და ხახვი, შემდეგ მოასხით ტკბილი მდოგვის სოუსი ან მაწონი. გადაახვიეთ ლავაში და შემდეგ გაჭერით შუაზე, რადგან უფრო მოსახერხებელი იყოს მირთმევა.
გააკეთეთ გიგივე მე-2 და მე-3 ლავაშისთვისაც.