რეცეპტი გათვლილია 2 - 3 ადამიანზე
ქათამი - ფრთის ძირის ნაჭრები, 8 ცალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ნაჭერი, მხოლოდ კან გაცლილი)
ისპანახი - 1 მუჭაში რაც ჩაგეტევათ
მწვანე ხახვი - 10 ღერი
ნიორი - 1 კბილი
სტაფილო - 1 ც. პატარა ზომის (არ არის სავალდებულო)
სოკოს ნარევი (კონსერვი) - 2 სუფრის კოვზი (შეგიძლიათ შეცვალოთ 4 - 5 ცალი ცოცხალი ქამა სოკოთი)
თევზის სოუსი (აზიური სოუსია) - 2 ან 3 ს.კ.
ბრინჯის მაკარონი - დაახლ. 50 გრ.
ჩილის წიწაკა - 1 ნაჭერი (არ არის სავალდებულო)
მომზადება
ქათმის ნაჭრებს გააცალეთ კანი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე, თავდახურულ ქვაბში.
შემდეგ, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ისპანახი, წვრილად დაჭრილი სტაფილო და ნიორი და საშუალო ნაჭრებად დაჭრილი მწვანე ხახვი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ სოკოს ნარევი (თუ კონსერვს იყენებთ, გადაწურეთ სოკო აუცილებლად, თუ ცოცხალ ქამა სოკოს, მაშინ პირდაპირ ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი სოკოს ნაჭრები). ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2 წუთი და დაამატეთ ბრინჯის მაკარონი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ თევზის სოუსი - 2 ს.კ. - გაუსინჯეთ გემო, შეგიძლიათ 1 ს.კ. კიდევ დაამატოთ. მარილი შესაძლოა არ დაგჭირდეთ, რადგან თევზის სოუსი ოდნავ მარილიანია. თუ ცხარე გიყვართ, შეგიძლიათ დაამატოთ ჩილი წიწაკა, 1 ნაჭერი.
გადმოდგით ცეცხლიდან, ქვაბში გააჩერეთ კიდევ 5 წუთი რომ კარგად გაუჭდეს გემო და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli