რეცეპტი გათვლილია 2 ადამიანზე
პურის ნაჭრები - 4 ცალი
კარაქი - 20 -30 გრ.
ლორი (ამ შემთხვევაში გამოყენებულია ინდაურის ბარკლის ლორი) - 4 ნაჭერი
დიჟონის მდოგვი - დაახლ. 2 ს.კ.
ყველი გრუიერი - 2 ნაჭერი (შეგიძლიათ შეცვალოთ ემენტალით, ედამერით ან ჩედარით, თუმცა ფრანგული რეცეპტი მოითხოვს გრუიერს)
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180C - მდე.
ასევე, დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე.
პურის ნაჭერზე წაუსვით დიჟონის მდოგვი. ზემოდან დაადეთ ლორის 2 ნაჭერი. ზემოდან დააფარეთ კიდევ ერთი პურის ნაჭერი. პურის ნაჭრებს ზემოდან და ქვემოდან წაუსვით კარაქი და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, - ერთ მხარეს, საშუალოდ 1 წუთის განმავლობაში.
შემწვარი სენდვიჩი შედგით ღუმელში და ზემოდან დაადეთ გრუიერის ყველის ნაჭერი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი ყველიც) - გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 3 - 4 წუთი.
თქვენი ნოყიერი ფრანგული საუზმე მზად არის.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli