რეცეპტი გათვლილია 2-3 ადამიანზე
კვერცხი - 3 ც.
რძე - 70 მლ.
ნიორის ფზვნილი - 1/2 ჩ.კ.
მარილი - გემოვნებით
ტოსტის პური - 7-8 ნაჭერი, საშუალო ზომის (შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა პურით, ოღონდ უნდა დაჭრად თხელ ნაჭრებად და პურმა უნდა შეიწოვოს კვერცხის მასა, როცა ამოავლებთ)
ზეითუნის ზეთი - განსაზღვრეთ ტაფის სიდიდის მიხედვით (დაახლ. 1 ს.კ.)
მომზადება
პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ რძე, ნიორის ფხვნილი და მარილი. კარგად გათქვიფეთ. ნიორის ფხვნილი ტოსტს აძლევს განსაკუთრებულ არომატს! გირჩევთ გამოიყენოთ ნიორის ფხვნილი და არა ცოცხალი ნიორი, ამ შემთხვევაში.
ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი. ფრთხილად იყავით, რომ ზეთი ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ ტოსტის პურები შეიწოვს ზეთს დიდი რაოდენობით და ცხიმიანი გამოვა ყიყლიყო.
ტოსტის პურის ნაჭრები ამოავლეთ კვერცხის მასაში და დააწყვეთ ტაფაზე. ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს. საშუალოდ, 1 წუთიც არ დაჭირდება ერთი მხარის დაბრაწვას, გადმოაბრუნეთ, დაბრაწეთ მეორე მხარეც და გადმოიღეთ თეფშზე.
ფრანგულ ტოსტს ასევე შეგიძლიათ მოასხათ ნეკერჩხლის სიროფი და ისე მიირთვათ.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli