რეცეპტით გამოდის 6 ცალი პრეტცელი
ფქვილი - 280-300 გრ.
კარაქი - 140 გრ.
რძე - 220-240 მლ.
ყავისფერი შაქარი - 3 ს.კ.
მარილი - 1 ჩ.კ.
საფუარი - 2 ჩ.კ.
სოდა - 60-70 გრ. (დიახ, 60-70 გრ.)
მსხვილი მარილი - მოსართავად
მომზადება
პრეტცელი (Pretzel) ფუნთუშეულის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც ტკბილი და მარილიანი გემო აქვს ერთდროულად. სხვადასხვა ენაზე სხვაგვარად გამოითქმის. სიდიდითაც განსხვავდება.
შეათბეთ რძე ისე, რომ თითი ოდნავ დაგეწვათ (არც გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი). გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით ჯამში, დაამატეთ საფუარი, მოურიეთ და გააჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაამატეთ ყავისფერი შაქარი (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი შაქარი გამოიყენოთ) და კარგად მოურიეთ კოვზით. შემდეგ დაამატეთ ფქვილის ნახევარი და ისევ კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ კარაქი და ხელით განაგრძეთ მორევა/მოზელვა. დაამატეთ ფქვილიც და მიიღებთ წელვად ცომს - ცომი მაგარი არ უნდა გამოგივიდეთ, ხელზე უნდა გეწებებოდეთ. ჯამი შეფუთეთ და გააჩერეთ ცომი 1 საათით.
გაახურეთ ღუმელი 230 C-მდე.
60-70 გრ. სოდა გაურიეთ 3 ჭიქა თბილ წყალში და კარგად მოურიეთ. სოდიანი სითხე ჩაასხით ფართო ჭურჭელში. 1 საათის შემდეგ, ცომი დაფაზე მოზილეთ ფქვილთან ერთად. გაყავით 6 ტოლ ნაწილად. თითოეული გუნდა დააწვრილეთ ისე, რომ გამოგივიდეთ დაახლოებით 60-70 სმ. სიგრძის თოკის ფორმის ცომი. შემდეგ დადეთ თოკი ისე, რომ დაემსგავსოს ცხენის ნალს. ბოლოებში მოკიდეთ ხელი და შუა ადგილზე გადაგრიხეთ ორჯერ (იხილეთ სურათი მარცხნივ), ხოლო შემდეგ ეს ბოლოები აიტანეთ ზემოთ და რკალზე დააწყვეთ. ფრთხილად აიღეთ პრეტცელი, ამოავლეთ სოდიან წყალში და დადეთ საცხობ ქაღალდზე. პრეტცელს ზემოდან მოაყარეთ მსხვილი ზღვის მარილი. იგივე გააკეთეთ დანარჩენი 5 პრეტცელისთვისაც. შეგიძლიათ უფრო პატარა ზომის პრეტცელები გააკეთოთ და შესაბამისად, რაოდენობაც მეტი გამოგივათ.
გამოაცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოურეთ, გააგრილეთ და მიირთვით.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli
სახლში მომზადებული პრეტცელის რეცეპტი