მომზადება
მომზადება
დადგით გრილის ტაფა მაღალ ცეცხლზე (თუ გრილის ტაფა არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტაფა). სამზარეულოს ქაღალდით გრილის ტაფაზე წაუსვით ზეითუნის ზეთი და დააწყვეთ ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილი ორაგული. ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ. თითოეულ მხარე შეწვით დაახლოებით 3-3 წუთის განმავლობაში - როდესაც მთლიანი ნაჭერი გაფერმკრთალდება ბოლომდე, ე.ი. მზად არის.
ჯამში ჩაყარეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, გახეხილი სტაფილო, შუაზე გაჭრილი პამიდორი, დაჭრილი მწვანე ხახვი, ყველის და შემწვარი ორაგულის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ცალკე პატარა ჯამში აურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩ.კ. ორეგანო და 1/2 ჩ.კ. ბაზილიკი. დაამატეთ ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ და მოასხით სალათს.
ფრთხილად ამოურიეთ, ან ხის კოვზით ან ხელით. გადაიტანეთ სალათი თეფშზე და მიართვით სუფრასთან.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli
შემწვარი ორაგულის სალათი
რეცეპტი გათვლილია 1 ადამიანზე
ორაგულის ფილე - 60-80 გრ. (შეგიძლიათ სხვა ნაჭერი გამოიყენოთ და მსხვილი ფხები შეწვამდე გამოაცალოთ)
ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ. +1 ს.კ.
სალათის ფურცლები (შეგიძლიათ აურიოთ სხვადასხვა სახეობები - აისბერგი, რუკოლა, ა.შ.)
მწვანე ხახვი - 1 ღერი (მხოლოდ მწვანე ნაწილი)
სტაფილო - 1 ც. საშუალო ზომის
ჩერი პამიდორი - 6-8 ცალი (სურვილისამებრ)
ორეგანო, ბაზილიკი - 1/2 - 1/2 ჩ.კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.
თხის რბილი ყველი - 40=50 გრ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი, თუნდაც სულგუნი, თუმცა ძალიან უხდება თხის რბილი ყველი)