მიწისთხილის კარაქი გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მიწისთხილის კარაქი ძალიან პოპულარულია აშშ-ში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, მიწისთხილის კარაქი ასევე შეიცავს ვიტამინ B3-ს, მაგნიუმს, უჯრედისს, ცილებს, არგინინის ამინო მჟავას და ა.შ., რაც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მიწისთხილი ალერგიულია და არ უნდა მიიღონ ალერგიულმა მომხარებლებმა, განსაკუთრებით ალერგიულმა ბავშვებმა.

მომზადება კი ძალიან ადვილია.

ჩაყარეთ მოხალული, მარილიანი მიწის თხილი (გარჩეული) მშრალ კომბაინში/ჩოპერში. დააქუცმაცეთ კომბაინით რამდენიმე წამის განმავლობაში. მიიღებთ მასას, რომელიც მოცემულია მარცხნივ, მეორე სურათზე. დაამატეთ შაქრის პუდრი და ჩართეთ ისევ კომბაინი/ჩოპერი. თუ გსურთ, რომ კარაქი შედარებით სქელი და მშრალი გამოვიდეს, კომბაინით დააბლენდერეთ მხოლოდ 3-4 წუთი (იხ. მე-4 სურათი მარცხნივ), თუ გსურთ, რომ კარაქი უფრო რბილი და თხევადი გამოვიდეს, განაგრძეთ დაბლენდერება 8-10 წუთის განმავლობაში, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

მიწისთხილის კარაქს პურზე უსვამენ და ხშირად ზემოდან ასევე გადაუსვამენ ჯემს. თუ შენახული გაქვთ ცოცხალი შინდი შაქარში, ძალიან უხდება მიწისთხილის კარაქს და პურს.

გამზადებული მიწისთხილის კარაქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, თავდახურულ კონტეინერში 7-10 დღის განმავლობაში.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli