ცოცხალი შინდი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დააწყვეთ შინდი მშრალ ზედაპირზე და გააჩერეთ 1-2 დღე, სანამ საკმაოდ არ დარბილდება შინდი, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ არ დალპეს.

საწურზე დაყარეთ შინდი და ხელით ჩახეხეთ ჯამში. საშუალოდ, 500 გრ. შინდიდან გამოდის 250 გრ. გახეხილი შინდი.

იმისათვის, რომ დიდხანს (თვეობით) შეინახოთ ცოცხალი შინდი, საჭიროა, რომ გახეხილ შინდს დაამატოთ შაქარი, 1 წილ გახეხილ შინდზე 2 წილი შაქარი. ჩვენ შემთხვევაში, 250 გრ. გახეხილ შინდს უნდა დავამატოთ 500 გრ. შაქარი. კარგად მოურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ გადაიტანეთ შესანახ ჭურჭელში, დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ გრილ ადგილზე. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარშიც.

ცოცხალი შინდი შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტებში ან სულაც, საუზმეზე მიირთვათ პურთან და მიწისთხილის კარაქთან ერთად.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli