საკონდიტრო კონკურსი-Diefenbach
 

საკონდიტრო კონკურსი

მიიღეთ მონაწილეობა გერმანულ-ქართული საკონდიტრო Diefenbach-ის და გემრიელი.ge -ს ერთობლივ საკონდიტრო კონკურსში და მიიღეთ შესანიშნავი პრიზები

დიფენბახი გახლავთ ქართულ-გერმანული ტორტის სტუდია, სადაც ხარისხსა და გემოს გარდა, ასევე  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ესტეთიურ მხარეს. სტუდიაში შემოგთავაზებენ დიზაინერების მიერ შექმნილ უგემრიელეს ტორტებსა და კექსებს, საბავშვო, კორპორატიული, საქორწილო თუ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.

კონკურსის პირობები და წესები:

  1. 1.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გამოცდილების და ასაკის მიუხედავად.

  2. 2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა მოამზადოთ საკონდიტრო ნაწარმი (ნამცხვარი, კექსი, ტორტი, ა.შ.), რომელიც აუცილებლად გაფორმებული იქნება ფონდანტის დეტალებით, დეკორაციით და/ან ფიგურებით. შეგიძლიათ შექმნათ სრულიად ახალი გმირების პროტოტიპები ან რაიმე ორიგინალური კომპოზიცია.

  3. 3.თითოეულმა მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი/კომპოზიცია მისამართზე info@gemrieli.ge 2013 წლის 15 მარტის 23:50-მდე. 16 მარტს კი ყველა სურათი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, განთავსდება facebook.com/Gemrieli გვერდზე

  4. 4.მონაწილემ საბოლოო ნამუშევრის სურათთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს მზადების პროცესში გადაღებული 3 სურათი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მონაწილე თავად ამზადებს საკონკურსე მასალას (ანუ სულ 4 სურათი). facebook-ზე განთავსდება მხოლოდ საბოლოო კომპოზიციის სურათი.

  5. 5.სურათთან ერთად, კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა) და საკონდიტრო ნაწარმის/კომპოზიციის სახელი, როგორც სურს, რომ განთავსდეს ფეისბუკის გვერდზე.  მნიშვნელოვანია, რომ გამოაგზავნოთ სწორი ინფორმაცია, რადგან დაჯილდოვება მოხდება პირადობის მოწმობის საფუძველზე. ფეისბუკის გვერდზე, თითოეულ სურათს დაერთვება კომპოზიციის სახელი და ავტორის სახელი და გვარი.

  6. 6.გამოსაგზავნი სურათები მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 1 მბ-ს და უნდა ქონდეს მინიმუმ რეზოლუცია: 950 X 650

  7. 7.კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას კონკურსიდან მოხსნან ნამუშევრები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი პლაგიატის შესახებ. ასევე, კონკურსიდან მოიხსნება ის სურათებიც, რომლებიც ხელოვნურად იღებენ დიდი რაოდენობით “ლაიქებს.”

  8. 8.ფოტოების მიღება დაიწყება 2013 წლის 4 მარტს და დასრულდება 2013 წლის 15 მარტს, ღამის 23:50-ზე, თბილისის დროით. ფოტოები განთავსდება www.facebook.com/Gemrieli გვერდზე 2013 წლის 16 მარტიდან და გამარჯვებული გამოვლინდება 2013 წლის 25 მარტს.

  9. 9.გამოვლინდება ორი გამარჯვებული: ერთი გამარჯვებული “ლაიქების” ყველაზე მეტი რაოდენობის მიხედვით, ხოლო მეორე გამარჯვებულს დაასახელებს საკონდიტრო Diefenbach.

  10. 10. “ლაიქების” მეშვეობით გამოვლენილ გამარჯვებულს პრიზად გადაეცემა Diefenbach-ის საკონდიტროში უვადო ფასდაკლება; Diefenbach-ის მიერ დასახელებულ გამარჯვებულს გადაეცემა ტორტი 25 პერსონაზე გამარჯვებულის მიერ არჩეული დიზაინით. ასევე, ორივე გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ 3 დღიან მასტერ კლასს Diefenbach-ის დიზაინერებთან



რა არის ფონდანტი?

ფონდანტი არის შაქრისგან მომზადებული ცომისმაგვარი მასა, რასაც იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის მოსართავად და დეკორაციების გასაკეთებლად. საქართველოში, ხშირად, შეცდომით, მას მარციპანსაც უწოდებენ. მარციპანი ნუშისგან მზადდება და გამოიყენება ტკბილეულის შიგთავსისთვის, ხოლო ნუშის პასტას ხშირად იყენებენ როგორც ფონდანტს, თუმცა ფიგურების გამოძერწვა ფონდანტისგან არის რეკომენდებული მისი მდგრადობის გამო.


შემიძლია თავად მოვამზადო ფონდანტი?

დიახ, შეგიძლიათ. იხილეთ ერთ-ერთი რეცეპტი ჩვენს გვერდზე, თუმცა ამ რეცეპტით მომზადებული ფონდანტი გამოგადგებათ მხოლოდ ზედაპირის მოსართავად და აპლიკაციების გასაკეთებლად. ფიგურების გამოძერწვისთვის გირჩევთ კლასიკურ ფონდანტს. ბევრი რეცეპტი შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტით, თუმცა გირჩევთ გამზადებული ფონდანტი შეიძინოთ, რადგან ქარხნულად უფრო მდგრადი ფონდანტი მზადდება.


სად შეიძლება შევიძინო ფონდანტი?

თბილისში რამდენიმე ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ფონდანტი, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ სავაჭრო ცენტრ პასაჟის 122 მაღაზიაში. თუ ყიდვას გადაწყვიტავთ, გირჩევთ შეიძინოთ თეთრი ფერის და შემდეგ შეღებოთ სხვადასხვა ფერებში.იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საჭრელი ფორმები და საღებავები. 1 კგ.-ის ღირებულება არის 9 ლარი. ფონდანტი შეგიძლიათ ცელოფნის პარკში, ჰერმეტულად შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში და გამოიყენოთ სხვადასხვა ტორტების და კეკსების მოსართავად.


არასდროს გამიკეთებია ფონდანტისგან ფიგურები და დეკორაციები, მაინც შევძლებ კონკურსში მონაწილეობას?

რა თქმა უნდა შეძლებთ! საკმარისია მხოლოდ მონდომება და ფანტაზია! ყველაფერი გამოგივათ.

რამდენიმე რეცეპტი ფონდანტის გამოყენებით :

დაბადების დღის ტორტი

ნამცხვარი მანქანა

ფონდანტი